Cover
Profile

Wine Well

Winery
Not under inspection
Family Winery - Wine Well Brand name: Wine Well Legal name: Wine Well Ltd. Taxpayer ID: 441 559 396 Address: Village Akhalsopeli, 4802/6 Kvareli district, Georgia Date of establishment: 2014 Annual production: 2500 bottles per year Type of wine: Kakhetian Traditional Kvevri unfiltered wine ________________________________________________________________________________________ Wine Well - a small family winery in Akhalsopeli village of Kvareli municipality. The village is located at the foot of the Caucasus Mountains, on the left side of the Alazni Valley, between the Avaniskhevi and Shorokhevi rivers. In 2014, we started taking care of our family vineyard with organic preparations; we refused to use pesticides and herbicides and started producing a healthy, biologically pure product. We believe that this is the only correct approach to the nature. Our family started bottling wine in 2014, and at the initial stage, only a minimal amount was bottled for personal consumption. In 2017, we decided to introduce our wine to the public and began to think commercially. In 2017 we started only with 150 bottles in the test mode, which was well received and encouraged us to increase the quantity. Every year we produce an increased amount compared to the previous one. With the harvest of 2022, we produced up to 2,500 bottles of wine, and our plans for the future are also focused on continuous development. Currently, we produce Kvevri Rkatsiteli and Kakhuri Mtsvane. Each of them fully conveys the variety and typical characteristics of the region and micro zone. Production technology: Only organic preparations are used on the vines; wine is fermented on wild yeast, ensuring its full, balanced taste, pleasant acidity, velvety tannins, and long finish. We believe in creating an exceptional wine that can appeal to wine lovers of all tastes. ________________________________________________________________________________________ საოჯახო მარანი Wine Well • ვაინ ველ ბრენდული სახელწოდება: Wine Well • ვაინ ველ იურიდიული სახელწოდება: შპს ვაინ ველ საიდენტიფიკაციო კოდი: 441 559 396 მისამართი: ყვარლის რაიონი 4802, სოფელი ახალსოფელი მე-6 უბანი დაარსების თარიღი: 2014 წელი წლიური წარმოება: 2500 ბოთლი ღვინის ტიპი: კახური ტრადიციული ქვევრის გაუფილტრავი ღვინო ვაინ ველი - მცირე საოჯახო მეურნეობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. სოფელი კავკასიონის ძირში, ალაზნის ველის მარცხენა მხარეში, მდინარეების ავანისხევსა და შოროხევს შორის მდებარეობს. 2014 წელს გადავწყვიტეთ მამპაპისეული ვენახის მოვლა დაგვეწყო ბიო პრეპარატებით, უარი ვთქვით პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენებაზე და დავიწყეთ ჯანსაღი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება. გვჯერა, რომ მხოლოდ ეს არის სწორი მიდგომა ბუნებასთან ურთიერთობისადმი. ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა 2014 წლიდან დავიწყეთ და საწყის ეტაპზე მხოლოდ მცირე რაოდენობით პირადი მოხმარებისთვის ჩამოისხა. 2017 წელს გაგვიჩნდა სურვილი გაგვეცნო ჩვენი ღვინო ფართო საზოგადოებისთვის და დავიწყეთ კომერციულად აზროვნება. 2017 წელს მხოლოდ 150 ბოთლი ჩამოისხა სატესტო რეჟიმში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მოგვცა სტიმული გაგვეზარდა რაოდენობა. ყოველ მომდევნო წელს გაზრდილ რაოდენობას ვაწარმოებდით წინა წელთან შედარებით. 2022 წლის მოსავლით 2500 ბოთლამდე ღვინო ჩამოვასხით და ჩვენი სამომავლო გეგმებიც მუდმივ განვითარებაზე არის ორიენტირებული. ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრის რქაწითელს და კახურ მწვანეს. თითოეულ მათგანში სრულადაა გადმოცემული მხარისათვის დამახასიათებელი ჯიშურობა და ტიპურობა. დამზადების ტექნოლოგია: ვაზზე გამოიყენება მხოლოდ ბიო პრეპარატები, ხოლო ღვინო დუღდება ველურ საფუარზე, რაც განაპირობებს მის სრულ, დაბალანსებულ გემოს. ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობით, ხავერდოვანი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით. გვჯერა, რომ ვქმნით გამორჩეულ ღვინოს, რომელსაც შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი.
Village Akhalsopeli, 4802/6 Kvareli district, Georgia
+995555255445
info@winewell.ge

Social media