ასოციაცია "ბუნებრივი ღვინოს" განცხადება
ასოციაცია "ბუნებრივი ღვინოს" განცხადება

სიახლე01-12-2024

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ქართველი ხალხის კონსტიტუციით გაცხადებული ნება და ჩვენი ურყევი პოზიცია.

ნებისმიერი მცდელობა, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესების, არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ მოქმედება.

აქციის მონაწილეების მიმართ აღმაშფოთებელი ძალადობა, არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ შეურაცხყოფს მთელ ქართველ ერს.

ღვინო არის ჩვენი კულტურის სიმბოლო და ჩვენი მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს ხალხს და ჩვენ გვწამს მომავლის, სადაც ერთიანობა და დემოკრატია გაიმარჯვებს.

ჩვენი სოლიდარობა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს, გაუმარჯოს საქართველოს!