ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ გაიმართება
ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ გაიმართება

სიახლე01-12-2024

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. 

სამოქალაქო წინააღმდეგობის და პროტესტის პირობებში, ასოციაციის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრისთვის დაანონსებული სოლიკო ცაიშვილის სახელობის ფესტივალი „ამერიმერი“ აღარ გაიმართება. 

ასოციაცია ცალკე ამზადებს განცხადებას, სადაც ვრცლად გამოხატავს თავის პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.