სიახლე . 10-10-2023
ლორენს ფრენსისის პოდკასტი საქართველოს შესახებ (III ეპიზოდი)
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი ბრიტანელი პოდკასტერი ლორენს ფრანცისი, რომელმაც სამსერიანი პოდკასტი ჩაწერა 2024 წლის მაისის ღვინის ფესტივალების შესახებ.
ლორენსი არის ავტორი და წამყვანი ცნობილი პოდკასტის, სახელწოდებით Interpreting Wine.
NWA.GE-მ უკვე გამოაქვეყნა პოდკასტის ორი ეპიზოდი (იხ.: I ეპიზოდი, II ეპიზოდი).
https://www.nwa.ge/ka/blog/289?title
https://www.nwa.ge/ka/blog/294?title
ამჯერად წარმოგიდგენთ პოდკასტის მესამე ეპიზოდს ლორენს ფრანცისის 2024 წლის საქართველოში მოგზაურობის სერიებიდან, სადაც წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ინტერვიუები საქართველოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
პოდკასტში საუბრობენ: ნიკა ჯეირანაშვილი (კოლაგის მარნის დამფუძნებელი), ქეთო ნინიძე („ოდას“ დამფუძნებელი), ნინა ჭავჭანიძე (საქართველოს ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელი).
პოდკასტის მოსასმენად, გთხოვთ, მიყვეთ ბმულს, სადაც თქვენთვის მოსახერხებელი აპლიკაციით შეძლებთ მის მოსმენას:
https://www.youtube.com/watch?v=NQI25b4vAVY&ab_channel=InterpretingWine
დაუმეგობრდით პოდკასტს და მიიღეთ შეტყობინება ახალი ეპიზოდების შესახებ.