Interpreting wine - ლორენს ფრანცისის პოდკასტი საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ
Interpreting wine - ლორენს ფრანცისის პოდკასტი საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ

სიახლე16-08-2024

ასოციაცია ბუნებრივი ღვინის ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი ბრიტანელი პოდკასტერი ლორენს ფრანცისი. ლორენსი არის ავტორი და წამყვანი ცნობილი პოდკასტის, სახელწოდებით Interpreting Wine. 

 

როგორც სათაურიდანაც ჩანს, პოდკასტი გვიყვება საინტერესო ამბებს ღვინოზე და მეღვინეებზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჯერად Interpreting Wine-მ საქართველოს შესახებ პოდკასტების რამდენიმე სერია მოამზადა.       

 

საქართველოში ვიზიტის დროს ლორენსი  დაესწრო მაისში გამართულ სხვადასხვა ღვინის ფესტივალებს, როგორიც არის ბუნებრივი ღვინის ფესტივალები „ზერო კომპრომაისი“, „საამური“,  „შერეკილები“ და ახალი ღვინის ფესტივალი. შეხვდა ფესტივალების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. 

 

გარდა ღვინის ფესტივალებისა, ლორენსი ასევე შეხვდა საქართველოში მოღვაწე  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათთან ძალიან საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა. პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად საინტერესო მიმართულების, წარმოჩენა ევროპისა და ამერიკაში სადაც პოდკასტს ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს. 

 

ამჯერად წარმოგიდგენთ პოდკასტის პირველ ეპიზოდს. დაუმეგობრდით პოდკასტს და მიიღეთ შეტყობინება ახალი ეპიზოდების შესახებ.

 

პოდკასტის მოსასმენად, გთხოვთ, მიყვეთ ბმულს, სადაც თქვენთვის მოსახერხებელი აპლიკაციით შეძლებთ მის მოსმენას.

https://interpretingwine.libsyn.com/ep-560-georgian-wine-fairs-2024-georgia-travel-series-13?fbclid=IwY2xjawEr3DpleHRuA2FlbQIxMAABHTT-JJuC03Log94H6F8UO8eQPNEOmXFGqO2Gf8-iA-pp4X6bVp0u4faQGA_aem_quB6fD1LYtR8YNqooRhAWg