ელექტრონული ეტიკეტი და სხვა სიახლეები agrolog.ge-სგან
ელექტრონული ეტიკეტი და სხვა სიახლეები agrolog.ge-სგან

Blog28-05-2024

გიორგი ვოლსკის ბლოგი

[ანდრიას ღვინო]

 

 

 

ევროკავშირის ახალი რეგულაციის მიხედვით შეიცვალა ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესი. დადგინდა, რომ ეტიკეტზე უკვე არსებული სავალდებულო ინფორმაციის გარდა, აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ალერგენები, შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება გამოხატული კალორიებში და კილოჯოულებში. ამასთან ერთად, ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნების 24 ოფიციალურ ენაზე. 

ეს კანონპროექტი დიდი ხნის წინ იყო შემუშავებული, მაგრამ მეღვინეების და მათი ლობისტების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის გამო აყოვნებდნენ მის ძალაში შესვლას. თუმცა საბოლოოდ ეს თარიღი დადგინდა - 2023 წლის 8 დეკემბერი. 

კანონის მიხედვით, ყველა ღვინო, რომელიც ჩამოსხმული და ეტიკეტირებული იქნება 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ, ექვემდებარება ახალი ეტიკეტირების წესს. 

გაჩნდა კითხვები თუ რომელი ღვინოებისთვის იქნება აუცილებელი ეს ახალი წესი - ძველი ღვინოებისთვისაც თუ მხოლოდ 2023 წლის 8 დეკემბრის შემდგომ წარმოებულის? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა: კანონი არ განსაზღვრავს მოსავლის წელს, ან ღვინის ტიპს, რეგულაცია განსაზღვრავს 8 დეკემბერს როგორც ჩამოსხმის და ეტიკეტირების თარიღს. შესაბამისად, ამ თარიღის შემდგომ ჩამოსხმულ ანდა ეტიკეტირებულ ღვინოებს უკვე ეხება ეს ახალი წესი, მიუხედავად იმისა, ღვინო 2023 წლის მოსავლისაა თუ 2010 წლის. 

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წესი მეღვინეებს ავალდებულებს ეტიკეტზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის დატანას, რაც ხშირ შემთხვევაში,შესაძლოა, არც კი დატეულიყო ეტიკეტზე, კანონში დაუშვეს ეტიკეტირების ახლებური, ინოვაციური მიდგომა და აქ დაიბადა ეტიკეტირების ახალი თაობა - ელექტრონული ეტიკეტი. 

ელექტრონული ეტიკეტი წარმოადგენს ეტიკეტირების ინოვაცურ მეთოდს. დაბეჭდილ ეტიკეტზე დაიტანება მხოლოდ QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ მომხმარებელი გადავა ეტიკეტის ელექტრონულ გვერდზე და იქ უკვე წაიკითხავს ყველა სავალდებულო ინფორმაციას. შესაბამისად, მეღვინეებს მოეხსნებათ ვალდებულება, რომ ქაღალდის ეტიკეტზე დაიტანონ უზარმაზარი ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე. 

ელექტრონული ეტიკეტირების სისტემის ერთ-ერთი მომსახურე ვებგვერდია www.agrolog.ge. ეს ვებგვერდი ძალიან მოხერხებულია მეღვინეებისთვისაც. მეღვინეს ინფორმაცია შეყავს თავის სასურველ ენაზე, სისტემა კი ავტომატურად თარგმნის ამ ინფორმაციას მომხმარებლისთვის სასურველ ენაზე (ევროკავშირის 24 ოფიციალური ენა). ამასთან ერთად, პორტალზე ჩადებულია ენერგეტიკული ღირებულების დათვლის ავტომატური ალგორითმი. ეს ნიშნავს, რომ მეღვინეს აღარ დასჭირდება დამატებითი ლაბორატორიული ანალიზების გაკეთება ამ პარამეტრებისთვის და თავისი ღვინის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეეძლება არსებული, სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზის შემთხვევაშიც კი. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული ლაბორიატორიები ამ დამატებითი პარამეტრების დასადგენად მეღვინეებს დამატებით ახდევინებენ 30-დან 70 ლარამდე გადასახადს თითო ღვინოზე. „აგროლოგი“ ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ყველაზე იაფ მომსახურებას გვთავაზობს. საბაზისო პაკეტის ფასი შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარს წელიწადში და მოიცავს 15 დასახელების ღვინის ეტიკეტს. ამასთან ერთად რეგისტრაციიდან პირველი ორი თვე, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. 

ბევრ მეღვინეს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ უნდა გამოიყენოს ელექტრონული ეტკეტირების სისტემა, რომლებსაც გვთავაზობენ აგროლოგი და სხვა კომპანიები, როდესაც მწარმოებლების უმეტესობას გააჩნია თავიანთივე ვებგვერდები და ინფორმაციის დადება შეუძლიათ თავისივე გვერდზე. ამ კითხვას ორი პასუხი გააჩნია - იურიდიული და ტექნიკური. იურიდიული პასუხი თვითონ რეგულაციის ტექსტშივეა მოცემული. კერძოდ, კანონი კრძალავს მომხმარებლის ე.წ. თრექინგს და ასევე მომხმარებლის გადაყვანას ისეთ გვერდზე სადაც განთავსებული იქნება მარკეტინგული ან გაყიდვისთვის დამახასიათებელი კონტენტი. შესაბამისად, დაუშვებელია ამ ინფორმაციის დატანა ელექტრონული კომერციის, ან ბრენდის ცნობადობის გასაზრდელ, ან თუნდაც მწარმოებლის საინფორმაციო გვერდზე. ტექნიკური პასუხი ამ კითხვაზე კი გულისხმობს იმ ტექნიკურ სირთულეს, რასაც მწარმოებელი წააწყდება განთავსებული ინფორმაციის 24 ენაზე თარგმნაში, ასევე მუდმივად ცვალებადი რეგულაციებისთვის თვალის მიდევნებაში და მუდმივ ცვლილებებში. 

ვებგვერდი www.agrolog.ge გარდა ელექტრონული ეტიკეტირების სისტემისა, ასევე გვთავაზობს მარნების, სასაწყობე მეურნეობების, სამაცივრე ოთახების, ღვინის ფერმენტატორების და ქვევრების ტემპერატურის დისტანციურ კონტროლსაც. სპეციალური აპარატურის დანერგვის შემთხვევაში ამავე საიტიდან შესაძლებლობა გექნებათ დისტანციურად არამხოლოდ აკონტროლოთ ტემპერატურები თქვენს საწარმოში, სხვადასხვა ცისტერნაში, ქვევრში თუ შემნახველ ოთახში, არამედ ცვალოთ კიდეც ტემპერატურა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. 

კომპანიას ასევე აქვს გეგმაში, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს ამინდის პორტატული სადგურების წარმოება, რომელიც დაყენდება ვენახებში თუ სხვადასხვა მეურნეობებში, გაზომავს ადგილობრივი ამინდის მონაცემებს, შეადგენს ამინდის პროგნოზს იმ კონკრეტული ადგილის მიხედვით და ტელეფონზე გაუგზავნის მეურნეს შეტყობინებებს ამინდის მოსალოდნელი ცვლილებების, ასევე დაავადებების განვითარების რისკების ზრდის შესახებ, რეკომენდაციებს მეურნეობაში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ და ა.შ. 

კომპანია ასევე გვპირდება აგროინდუქტრიაში არსებული სხვადასხვა პრობელემების გადაწყვეტას ინოვაციური სერვისების დანერგვით.