სიახლე . 03-02-2023
ZERO COMPROMISE 2024 - ახალ სივრცეში
9 და 10 მაისი ბუნებრივი ღვინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მონიშნონ კალენდარში, რადგან ამ ორი დღის განმავლობაში თბილისში („არტარეას“ სივრცე, დოდო აბაშიძის 10) ბუნებრივი ღვინის მთავარი ფესტივალი - ZERO COMPROMISE გაიმართება. ფესტივალის სახელწოდება ნიშნავს იმას, რომ არანაირი კომპრომისი არ უნდა იყოს დაშვებული ნატურალური ღვინის დაყენების პროცესში! უკვე მეორე წელია, ფესტივალი ორდღიანია, რაც სტუმრების მატებითაა გამოწვეული.
ZERO COMPROMISE-ორგანიზატორი ტრადიციულად ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოა“ და საქართველოდან ფესტივალში კვლავ მხოლოდ ასოციაციის წევრიმარნები მონაწილეობენ, ასევე - უცხოელი ნატურალისტები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ბუნებრივი ღვინის მოყვარულები კარგად იცნობენ.
ფესტივალის მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს კი ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ტრადიციული წესით დაყენებულ ნატურალურ ღვინოებს ანიჭებს უპირატესობას.
ასოციაციას ფესტივალის ჩატარებაში პარტნიორობას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო უწევს, რომელიც გარდა ფესტივალების ჩატარებაში მხარდაჭერისა, ასოციაციის წევრ მევენახე-მეღვინეებს ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობაშიც ეხმარება.
წელს ZERO COMPROMISE-ს მხარდამჭერები, ასევე, არიან ADJARA COLLECTIVE და VELI. store.
ფესტივალში ასამდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რამდენიმე რეგიონიდან (კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი). შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ, გასინჯონ და შეიძინონ ამ რეგიონებში გავრცელებული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ბუნებრივი ღვინოები.
ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. ამიტომ ორგანიზატორების მოწვევით, ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს.
ფესტივალზე სტუმრებისთვის ცალკე იქნება სპეციალურად მოწყობილი საკვები სივრცე, სადაც ქართულ რესტორნებს წარმოდგენილი ექნებათ სხვადასხვა გემრიელობები.
ტრადიციულად გაიყიდება ფესტივალის როგორც ერთდღიანი,ასევე ორდღაინი (30 და 50 ლარი) ბილეთები. ბილეთების ღირებულებაში შევა ფესტივალის კატალოგიც.
ბმული ბილეთებისთვის: https://tkt.ge/en/event/401197/natural-wine-festival-zero-compromise
ფესტივალში მონაწილე მარნების სია
- იბერიელი გურია, კახეთი
- კობიძეების მარანი გურია
- მარანი სილოვანი გურია
- ბაბას მარანი გურია
- მარტვილის მარანი სამეგრელო
- ამირან ვეფხვაძის მარანი იმერეთი
- არჩილ გუნიავას მარანი იმერეთი
- სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო იმერეთი
- ბაღდათის მამულები იმერეთი
- გაიოზ სოფრომაძე იმერეთი
- დიმის ფერდობი იმერეთი
- მშვენიერაძეების მარანი იმერეთი
- მაკარიძის მარანი იმერეთი
- მეღვინეობა ნაგუთნები იმერეთი
- ბაგრატის ღვინო იმერეთი
- მირიანის მარანი იმერეთი
- მინაძის მარანი ფერსვი იმერეთი
- ლაშა გურულის მარანი - ენკენი იმერეთი
- მარანი გდ ვაინი იმერეთი
- ალაფიანის მარანი კახეთი,ქართლი
- ალექსანდრეს მარანი კახეთი
- ანაპეას სოფელი, კახეთი
- მეღვინეობა თილისმა კახეთი
- ართანული ღვინო კახეთი
- კორტავების მარანი კახეთი
- მიხეილ მაძღარაშვილის მარანი ივანური კახეთი
- მეღვინეობა მალატი კახეთი
- ქვიბარი კახეთი იმერეთი,ქართლი
- ლომთაძეების მარანი კახეთი
- კოლაგის კახეთი
- მეღვინეობა მახარებელი კახეთი
- გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი კახეთი
- ილტოს ველი კახეთი
- ვაინ ველი კახეთი
- ვაჟა გეთიაშვილის მარანი კახეთი
- მარანი იორა კახეთი
- ღვინის სახლი გურჯაანი კახეთი
- კეროვანი კახეთი
- მეღვინეობა დანო კახეთი
- ლევანის მარანი ახმეტა კახეთი
- მარტიაშვილის მარანი კახეთი
- ზურაბ კვირიაშვილის ვენახები კახეთი
- კონდოლი ვაინერი კახეთი
- ექიმის ბიო მარანი კახეთი
- თედოს მარანი კახეთი
- ლაგვანი კახეთი
- ახმეტის ღვინის სახლი კახეთი
- პატარა მარანი კახეთი
- ჯუსოს მეღვინეობა კახეთი
- ველინო კახეთი
- მანავი ვაინს კახეთი
- ჩიტოს ღვინო კახეთი
- კასრელი კახეთი
- მათიაშვილის მარანი კახეთი
- მეღვინეობა ართანა კახეთი
- იასეს მარანი კახეთი
- ნადელები კახეთი
- ბაკურციხელი კახეთი
- ქართული ღვინის მემკვიდრეობა კახეთი
- მანნას ღვინო კახეთი
- ოქრო ღვინო კახეთი
- ნაოტარი კახეთი
- რობის მარანი კახეთი
- ნიკალას მარანი კახეთი
- ღვარძელაშვილის მარანი კახეთი
- ლაფატი კახეთი
- მართალი ღვინო კახეთი
- ჭორტაულის ვენახები კახეთი
- ანდრიას ღვინო კახეთი იმერეთი, ქართლი
- ღვინო „ხვთისია“ კახეთი
- ჩვენი ღვინო კახეთი
- დო რე მი კახეთი
- ჩარექაული კახეთი
- ალექსი ციხელიშვილის მარანი კახეთი
- ჭონას მარანი კახეთი
- დავით გრემელაშვილის მარანი კახეთი
- ხოხბის ცრემლები კახეთი
- გოგა ანკას მარანი გაფრენილი კახეთი
- ჯაყელების ღვინოები კახეთი
- მუშკუდიანის მარანი ლეჩხუმი
- მარანი თამანი ლეჩხუმი
- ტარიელ ლომთაძის მარანი რაჭა
- კერესელიძეების მარანი რაჭა
- პატარიძის რაჭული რაჭა
- ნიაბის მარანი შიდა ქართლი
- თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა შიდა ქართლი
- სამთავისის მარანი შიდა ქართლი
- თეძამი ვაინს შიდა ქართლი
- შერმა შიდა ქართლი
- გიორგი რევაზაშვილი შიდა ქართლი
- ბუას მარანი მცხეთა მთიანეთი
- უნარი მცხეთა მთიანეთი
- გოცას მარანი ქვემო ქართლი
- ანგურა ქვემო ქართლი
- დემის მარანი ქვემო ქართლი
- გაბრიელის ღვინო ქვემო ქართლი
სხვა ქვეყნების მარნები
- Wineri Kabaj სლოვენია
- Clos du Tue Bœuf საფრანგეთი
- Domaine de L'Octavin საფრანგეთი
- Domaine Mosse საფრანგეთი
- Domaine Marcel Lapierre საფრანგეთი
- Arianna Occhipinti იტალია
- Vino di Anna იტალია
- La Stoppa იტალია
- Denavolo იტალია
- Cascina degli Ulivi იტალია
- Fonterenza იტალია
- Cellar Escoda-Sanahuja ესპანეთი (კატალონია)
- Mendall ესპანეთი (კატალონია)
- Les Cantarelles ესპანეთი (კატალონია)
- Oriol Artigas ესპანეთი (კატალონია)
- El Regresso ესპანეთი
- Bodegas Cueva ესპანეთი
- Sete Castro ესპანეთი
- Christian Tschida ავსტრია
- Weingut Maria und Sepp Muster ავსტრია
- Franz Strohmeier ავსტრია
- Boomerang Wines ავსტრალია
- Yoigokochi Sake იაპონია
ლევან სებისკვერაძე