წყალტუბოში ფესტივალი „ამერიმერი“ მეორედ გაიმართება
წყალტუბოში ფესტივალი „ამერიმერი“ მეორედ გაიმართება

სიახლე09-10-2023

2 დეკემბერს, იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში მდებარე სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ გაიმართება.

ფესტივალი „ამერიმერი“ სათავეს 2017 წლიდან იღებს და მას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოში ატარებს. ქალაქ წყალტუბოში ეს ფესტივალი მეორედ გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მიიღებენ, რომლებიც ღვინოს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ. ფესტივალს ტრადიციულად ესტუმრებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და რესტორატორები.

მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N23. სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort.

ბილეთის ფასი: 20 ლარი (ბილეთის ღირებულებაში შედის: ფესტივალის კატალოგი).

ფესტივალის მიმდინარეობის დრო: 2 დეკემბერი. 2023 წელი. 12:00-დან 18:00 საათამდე.

 

12 წლამდე პირებს არ სჭირდებათ ბილეთი.