ZERO COMPROMISE-ში მონაწილე მარნები ცნობილია!
ZERO COMPROMISE-ში მონაწილე მარნები ცნობილია!

სიახლე03-05-2023

ცნობილია ის 100 მარანი, რომლებიც მონაწილეობენ 5-6 მაისს თბილისში დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალში ZERO COMPROMISE. 

მარნების გეოგრაფია ტრადიციულად ფართოა და საქართველოს მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. 

ღვინის მოყვარულებს, ექსპერტებს, სომელიეებს ბუნებრივი ღვინის ჭაშნიკი ორი დღის განმავლობაში 10-დან 17 საათამდე შეეძლებათ. 

ფესტივალს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ატარებს და მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ. 

საფესტივალო კვირეულის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტრეინინგები და სემინარები, რომლებსაც უცხოელი ღვინის ექსპერტების გაუძღვებიან.

უკვე მეორე წელია, ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია Veli Store. 

მისამართი: ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა, კოსტავას ქ. #59. 

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ: 

 

https://tkt.ge/event/333907/bunebrivi-ghvinis-festivali-zero-compromise-5-6-maisi

 

ფესტივალში მონაწილე მარნების სია:

  1. იბერიელი 
  2. კობიძეების მარანი 
  3. მარანი სილოვანი 
  4. ტყეშელიაძის მარანი 
  5. გია ჯამბერიძის მარანი 
  6. მარტვილის მარანი 
  7. ამირან ვეფხვაძის მარანი 
  8. არჩილ გუნიავას მარანი 
  9. სიმონ ჩხეიძის მარანი 
  10. ბაღდათის მამულები 
  11. გაიოზ სოფრომაძე 
  12. დიმის ფერდობი 
  13. ექიმის ღვინო 
  14. ფანცულაიების საოჯახო მარანი 
  15. ბაიას ღვინო 
  16. მშვენიერაძეების მარანი 
  17. მაკარიძის მარანი 
  18. მეღვინეობა ნაგუთნები 
  19. ბაგრატის ღვინო 
  20. მირიანის მარანი 
  21. ტარას მინაძის მარანი „ფერსვი“
  22. ლაშა გურულის მარანი - ენკენი 
  23. ფანასკერტელი
  24. ალაფიანის მარანი 
  25. ალექსანდრეს მარანი 
  26. ანაპეას სოფელი
  27. ანთაძეების მარანი
  28. მეღვინეობა თილისმა 
  29. ართანული ღვინო 
  30. კორტავების მარანი 
  31. მიხეილ მაძღარაშვილის მარანი „ივანური“
  32. ახმეტის ღვინის სახლი 
  33. მეღვინეობა მალატი 
  34. ბურჯანაძე-შანიძის მარანი - ქვიბარი 
  35. მეღვინეობა ნაფერები 
  36. ლომთაძეების მარანი 
  37. კოლაგის
  38. მეღვინეობა მახარებელი 
  39. გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი 
  40. ღვინო ანბანი 
  41. ვაჟა გეთიაშვილის მარანი
  42. ღვინის სახლი გურჯაანი 
  43. კეროვანი
  44. მეღვინეობა დანო 
  45. ლევანის მარანი „ახმეტა“
  46. მარტიაშვილის მარანი 
  47. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები 
  48. კონდოლი ვაინერი 
  49. ექიმის ბიო მარანი 
  50. თედოს მარანი 
  51. ლაგვანი
  52. ჯუსოს მეღვინეობა 
  53. ველინო
  54. მანავი ვაინს
  55. ჩიტოს ღვინო 
  56. მათიაშვილის მარანი 
  57. მეღვინეობა ართანა 
  58. ნადელები
  59. იასეს მარანი 
  60. ქართული ღვინის მემკვიდრეობა 
  61. ნაოტარი
  62. რობის მარანი 
  63. ნიკალას მარანი 
  64. ოქრო ღვინო 
  65. ჟუკა-სანოს ღვინო 
  66. ღვარძელაშვილის მარანი 
  67. ჭორტაულის ვენახები 
  68. ანდრიას ღვინო 
  69. ჩვენი ღვინო 
  70. დო რე მი 
  71. ალექსი ციხელიშვილის მარანი 
  72. ჭონას მარანი 
  73. დავით გრემელაშვილის მარანი 
  74. ღვინო „ხვთისია“ 
  75. ხოხბის ცრემლები 
  76. სარო ვაინ 
  77. 525 ვაინო 
  78. ართანული გაფრენილი 
  79. ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები 
  80. ასათიანის მარანი 
  81. მუშკუდიანის მარანი
  82. თამანი
  83. ხვედელიანების მარანი
  84. ტარიელ ლომთაძის მარანი 
  85. კერესელიძეების მარანი 
  86. პატარიძის რაჭული 
  87. ახობაძეების მარანი „წიქარე“
  88. დასაბამი
  89. ტანინი
  90. გოცას მარანი
  91. გიორგი რევაზაშვილი 
  92. ირმას და კატოს ვენახები და მარანი 
  93. სამთავისის მარანი 
  94. თეძამი ვაინს 
  95. თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა 
  96. ბუას მარანი 
  97. გაბრიელის ღვინო 
  98. ნიაბის მარანი 
  99. დემის მარანი 
  100. parles de france