სიახლე . 14-03-2022
პაულინ კოპფერის სამდღიანი ტრენინგი ქართველი მეღვინეებისთვის
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კოლაბორაციის ფარგლებში 16-18 თებერვალს „ეკოვინის“ დამფუძნებელმა, „დემეტერის“ სერტიფიკატის მქონე მეურნეობის ხელმძღვანელმა პაულინ კოპფერმა ასოციაციის წევრი მევენახე-მეღვინეებისათვის თბილისსა და სოფელ ჩარდახში სამდღიანი ლექცია-ტრენინგი ჩაატარა.
პაულინ კოპფერს გასულ წელს ქართველ კოლეგებთან უკვე ჰქონდა სამუშაოშეხვედრები. ახლა კი, 16-18 თებერვალს გამართულიტრენინგები შეეხომევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე ეპოქაში არსებულ ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ მიდგომებს, როგორიცაა - ბიოდინამიკური მეღვინეობა დაასევეპრაქტიკულ თემებს, როგორიცაა- ვენახში ნიადაგის მოვლა და გამდიდრება, ვაზის დაცვა და ვენახის ტექნიკური აღჭურვილობა.
16 თებერვალს ტრენინგის მთელი დღე ბიოდინამიკურ მეღვინეობას და ამ მიმართულებით არსებული ტენდენციების განხილვას დაეთმო. პაულინ კოპფერის ინფორმაციით, მსოფლიოში ბიოდინამიკური მეღვინეობის საწყისად 1924 წელი ითვლება, როდესაც მოსავლის და ღვინის ერთფეროვნება-ერთსახოვნებით შეწუხებულმა გერმანელმა მეღვინეებმა დასახმარებლად დოქტორ რუდოლფ შტაინერს მიმართეს და ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება სთხოვეს, რომელიც მევენახეობას საწყისებთან დააბრუნებდა და ღვინოსაც დაუბრუნდებოდა ძველი, ნამდვილი გემო. ამ საფუძველზე შეიქმნა ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის პირველი მოძრაობა. შტაინერის დაარსებული „ბიოდინამიკის ცენტრი“ მთელს მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის ერთგვარი სულიერი მეცნიერების სკოლაა, რომელიც ბიოდინამიკას მეცნიერულ დონეზე იკვლევს და ავითარებს.
„სწორედ ამ გზას მიჰყვება ყველა მეღვინე, ვინც ბიოდინამიკოსობას გადაწყვეტს. მიმუშავია ამ მეთოდით და საბოლო შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. ბიოდინამიკური მიდგომები მევენახეობაში ბევრ ისეთ პრობლემას აგვარებს, რაც სხვანაირად, უბრალოდ, ვერ მოგვარდებოდა“, - აღნიშნა პაულინ კოპფერმა.
17 თებერვალს პაულინ კოპფერმა ნიადაგის მოვლისა და გამდიდრების საიდუმლოებები მისივე გამოცდილების ჭრილში განიხილა. მისი თქმით, ნიადაგის სწორად მართვა მევენახეობაში უმთავრესია. საქმე იმდენად დაავადების სიმპტომებთან ბრძოლაში არ არის, რამდენადაც იმ პირობების შექმნაში, რაც ვაზის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. კარგმა მევენახემ თავად უნდა იცოდეს,როდის არის ნიადაგის გაფხვიერება საჭირო ან სხვა კონკრეტული ზომები მისაღები.
კოპფერის აზრით, მნიშვნელოვანია ვენახში შეიქმნას მაღალი ხარისხის ჰუმუსი და შემდეგ ეს ფენაშენარჩუნდეს. ამის მიღწევა თუკიშეუძლებელია, რეკომენდებულია მხოლოდ გამწვანების ღონისძიებები და ვენახში დამხმარე მცენარების შეთესვა.
ტრენინგს ესწრებოდა მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი, დავით ჩიჩუა, რომელიც ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოსთან“ და GIZ-თან თანამშრომლობს. მან NWA.GE-ს თავისი მოსაზრებები გაუზიარა: „მე ამ ღონისძიებებზე დამკვირვებლის სტატუსით ვარ და არა როგორც პრაქტიკოსი მევენახე, მაგრამ როგორც ვხედავ, მევენახეობაში არსებულ პრობლემებს ცოტა სხვა რაკურსით თუ არ შევხედეთ, უარეს სიტუაციამდე მივალთ. კონვენციური მეთოდები არის ერთგვარი სპირალი, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. კონვენციურ ვენახშიიყენებენ არაბიო პრეპარატებს, რომელთა დოზებსაც წლიდან წლამდე ზრდიან. მერე, როცა პრობლემა კიდევ უფრო ღრმავდება,კიდევ ზრდიან დოზებს და ამ სპირალით ჩვენი მევენახეობა ნელ-ნელა უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომ, აუცილებლია,კონვენციური მევენახეებიც ბევრ რამეზე დაფიქრდნენ. აქ შეკრებილმა მევენახეებმა, რომლებიც ბუნებრივ ღვინოს აყენებენ,საკუთარი ხედვა დიდი ხნის წინ დააფიქსირეს და მყარი არჩევანიც გაკეთეს, რომ პრობლემასთან ბრძოლა ხელოვნური ჩარევით არ გვარდება და სასურველია,პრობლემები სამყაროში და უშუალოდმცენარეებში არსებული პოტენციალით მოგვარდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარი მეთოდებით დიდ მოსავალს მივიღებთ, მაგრამ ეს იქნება საბოლოო გადარჩენის და მდგრადიმევენახეობის არსებობის წინაპირობა“.
სამდღიანი სალექციო ციკლის დასკვნითი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, იაგო ბიტარიშვილის ვენახში გაიმართა. 18 თებერვლის ტრენინგის მთავარი თემა ვაზის დაცვა და ვენახის ტექნიკური აღჭურვილობის მიმოხილვა იყო.
თენგო დვალიშვილი, TD Winery-ს მევენახე-მეღვინე, ტრენინგის მონაწილე: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტრენინგების ციკლის მესამე დღე იყო, როდესაც გავედით იაგოს ვენახში და პრაქტიკულიად ვნახეთ ის, რაც წინა დღის ტრენინგებზეთეორიაში მოვისმინეთ. თვითონ ბატონი კოპფერიც აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც ასე კარგად მოვლილი ვენახი დახვდა. ბევრი ახალგაზრდა მევენახე ესწრება ამ შეხვედრებს და ჩვენი ზრდის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
პაულინ კოპფერმა ბიოლოგიური დაცვის გზით მცენარეთა მოვლის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მცენარეთა ისე დაცვა, რომ გარემო არ დავაზიანოთ და არც სხვა საჭირო მცენარეებს შევუქმნათ საფრთხე - თანამედროვე მევენახეობის უმთავრესი გამოწვევაა. სწორად შერჩეული წამლობა მევენახეობის მთელი სისტემის საფუძველია და როცა მევენახე სათანადოდ ვერ ახერხებს ისე წამლობას, რომ თავი აარიდოს გარემოს დაბინძურებას, მას შემდეგში აუცილებლად მოუწევს ბრძოლა ბევრ არასასურველ გვერდით მოვლენასთან და ეს შემდეგ ღვინოზეც აისახება.
იაგო ბიტარიშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: „მეღვინეობაში შეიძლება ცოდნა საკუთარი გამოცდილებით შეიძინო ან ვინმე დაიხმარო, მაგრამ მევენახეობში, სამწუხაროდ, ცოდნა ძალიან ნაკლებია. კარგ მევენახეს რთულად მოიძიებ, ვინც მოგცემს სათანადო რჩევებს, რაც პრაქტიკაში გამოგადგება. ეს რჩევები მნიშვნელოვანია ჩვენი ასოციაციის იმ წევრებისთვის, რომლებიც თავად უვლიან ვენახებს და წლების მანძილზე საკუთარი შეცდომების ხარჯზე უწევთ სწავლა. აქედან გამომდინარე, ასეთი დიდი გამოცდილების სპეციალისტის ჩამოსვლა და მისი რჩევები უმნიშვნელოვანესია. სპეციფიკურად ორგანული მევენახეობის შესახებ ლექცია ჩაატარა იმ ადამიანმა, რომელსაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი აღიარებული ორგანიზაციის - „ეკოვინის“ წარმომადგენელია“.
ლევან სებისკვერაძე