სიახლე . 10-05-2022
Zero Compromise - ფესტივალში მონაწილე მარნები ცნობილია!
ღვინის მოყვარულებისა და ხარისხიანი ღვინით დაინტერესებული ადამიანების გასახარად, ნატურალური ღვინის ცნობილი ფესტივალი Zero Compromise გლობალური პანდემიის შემდეგ დაბრუნდა!
საქართველოში მთავარი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართება 13 მაისს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩა 59-ში მდებარე მულტიფუნქციურ სივრცეში.
გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ ის მარნები იღებენ, რომლებიც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები არიან და რომლებიც ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური, ბუნებრივი მეთოდებით, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისა და დანამატების გარეშე აყენებენ.
Zero Compromise-ს ქართველი ღვინის მოყვარულების გარდა, წელსაც ტრადიციულად ესტუმრებიან უცხოელი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ექსპორტიორები. გამოფენის გამართვაში ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ტრადიციულად ეხმარება და პარტნიორობას უწევს “საქართველოს ღვინოს ეროვნული სააგენტო“.
წარმოგიდგენთ გამოფენა-ფესტივალ zero compromise-ში მონაწილე მარნებს:
მარნის დასახელება | რეგიონი |
იბერიელი | გურია, კახეთი |
კობიძეების მარანი | გურია |
თარგამეულის მარანი | სამეგრელო |
მარანი სილოვანი | გურია |
გია ჯამბერიძის მარანი | გურია |
მარტვილის მარანი | სამეგრელო |
ამირან ვეფხვაძის მარანი | იმერეთი |
არჩილ გუნიავას მარანი | იმერეთი |
სიმონ ჩხეიძის მარანი | იმერეთი |
ბაღდათის მამულები | იმერეთი |
გაიოზ სოფრომაძე | იმერეთი |
ნიკოლაძეების მარანი | იმერეთი |
დიმის ფერდობი | იმერეთი |
ექიმის ღვინო | იმერეთი |
ტყლაპის მარანი | იმერეთი |
ფანცულაიების საოჯახო მარანი | იმერეთი |
ბაიას ღვინო | იმერეთი |
მშვენიერაძეების მარანი | იმერეთი |
მაკარიძის მარანი | იმერეთი |
მეღვინეობანა გუთნები | იმერეთი |
ბაგრატის ღვინო | იმერეთი |
მირიანის მარანი | იმერეთი |
ტარას მინაძის მარანი ფერსვი | იმერეთი |
ლაშა გურულის მარანი - ენკენი | იმერეთი |
ალაფიანის მარანი | კახეთი,ქართლი |
ალექსანდრეს მარანი | კახეთი |
ანაპეას სოფელი | კახეთი |
ანთაძეების მარანი | კახეთი |
მეღვინეობა თილისმა | კახეთი |
ართანული ღვინო | კახეთი |
ივანური | კახეთი |
ახმეტის ღვინის სახლი | კახეთი |
მეღვინეობა მალატი | კახეთი |
ბურჯანაძე - შანიძის მარანი - ქვიბარი | კახეთი, იმერეთი, ქართლი |
ლომთაძეების მარანი | კახეთი |
მეღვინეობა მახარებელი | კახეთი |
გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი | კახეთი |
ღვინო ანბანი | კახეთი |
ვაჟა გეთიაშვილის მარანი | კახეთი |
კეროვანი | კახეთი |
ლევანის მარანი ახმეტა | კახეთი |
ზურაბ კვირიაშვილის ვენახები | კახეთი |
თედოს მარანი | კახეთი |
ლაგვანი | კახეთი |
ლაფატი | კახეთი |
კორტავების მარანი | კახეთი |
ჯუსოს მეღვინეობა | კახეთი |
ჩიტოს ღვინო | კახეთი |
მათიაშვილის მარანი | კახეთი |
მარანი NIKA | კახეთი |
მეღვინეობა ართანა | კახეთი |
მარანი მირიანული | კახეთი |
იასეს მარანი | კახეთი |
მუკუზანის მარანი | კახეთი |
ქართული ღვინის მემკვიდრეობა | კახეთი |
ნაოტარი | კახეთი |
რობის მარანი | კახეთი |
ნიკალას მარანი | კახეთი |
ოქრო ღვინო | კახეთი |
ჟუკა-სანოს ღვინო | კახეთი |
ღვარძელაშვილის მარანი | კახეთი |
ჭორტაულის ვენახები | კახეთი |
ანდრიას ღვინო | კახეთი, იმერეთი, ქართლი |
ჩვენი ღვინო | კახეთი |
დო რე მი | კახეთი |
ალექსი ციხელიშვილის მარანი | კახეთი |
ჭონას მარანი | კახეთი |
ღვინო „ხვთისია“ | კახეთი |
ხოხბის ცრემლები | კახეთი |
სარო ვაინ | კახეთი |
525 ღვინო | კახეთი |
ართანული გაფრენილი | კახეთი |
ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები | კახეთი |
ასათიანის მარანი | ლეჩხუმი |
ხვედელიანების მარანი | რაჭა |
ტარიელ ლომთაძის მარანი | რაჭა |
კერესელიძეების მარანი | რაჭა |
ახობაძეების საოჯახო მარანი | რაჭა |
პატარიძეების რაჭული | რაჭა |
ტანინი | თბილისი, ქართლი |
დასაბამი | ქართლი |
ვარიანის მარანი | ქართლი |
გოცას მარანი | თბილისი, ქართლი |
გიორგი რევაზაშვილი | ქართლი |
ხიდისთაურის მარანი | ქართლი |
სამთავისის მარანი | ქართლი |
თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა | ქართლი |
ბუას მარანი | ქართლი |
გაბრიელის ღვინო | ქართლი |
ნიაბის მარანი | ქართლი |
დემის მარანი | ქართლი |