about

ასოციაციის შესახებ

ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს, რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ნატურალურ) მეღვინეობას.

 

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო დაარსდა თბილისში 2017 წლის თებერვალში ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების მიერ.

 

 

ბუნებრივი ღვინო ნიშნავს, რომ მევენახე-მეღვინე

1. აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკო სისტემა.

2. ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები.

3. აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარს თვისებების წარმოჩენას.

4. გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას.

 

ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინოების განვითარებას საქართველოში, რითაც მომავალ თაობებს დავუტოვებთ ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან ვენახებსა და ეკოსისტემას.

 

 

გვსურს ღვინის მოყვარულთ ისეთი ღვინო შევთავაზოთ, სადაც სრულად იქნება შენარჩუნებული ყურძნის მოცემული ჯიშისა და ტერუარის დამახასიათებელი გემოვნებითი თვისებები, არომატი და ალკოჰოლის შემცველობა; ღვინო, რომლის ბუნებრივობას და. ვიტალურობასაც მთელი სისავსით შეიგრძნობთ.

 

ასოციაცია გასცემს ნიშანს (ასოციაციის ლოგო), რაც ადასტურებს, რომ მარანი ორგანულ მევენახეობასა და ბუნებრივ მეღვინეობას ეწევა და სრულად იცავს ასოციაციის მიერ დაწესებულ წესებს.

 

ასოციაციაში გაწევრიანება და ნიშნის გაცემა ხდება დადგენილი წესით.

 

ჩვენი გუნდი

img

The web-site is developed with the support of
GIZ, acting on behalf of BMZ.

GIZ does not bear responsibility for the content.

img

GIZ does not bear responsibility for the content.

The web-site is developed with the support of
GIZ, acting on behalf of BMZ.

© Copyright 2021 ყველა უფლება დაცულია

Created By ABK Communication