Cover
Profile

მართალი ღვინო

Winery
სახელწოდება „მართალი ღვინო“ მომდინარეობს მე-19 საუკუნის საქართველოს გამოჩენილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის განმანათლებელ ილია ჭავჭავაძის მოსაზრებიდან ღვინის ქართულად დაყენების ხელოვნებასთან დაკავშირებით. ილიას მიხედვით, „მართალი ღვინო“ ის არის, რომელიც სუფთა და ტრადიციული მეთოდებით, მინიმალური ჩარევით - „ბუნებურად“ არის დამზადებული. მართალი ღვინის დაყენების სურვილმა ქართველი და გერმანელი მეგობარი საერთო იდეის გარშემო გაგვაერთიანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მე-19 საუკუნის მამაპაპეულ მარანში უძველეს ქვევრებს ახლები მივუმატეთ და მართალი ღვინის კეთება დავიწყეთ. ჩვენი საფერავი სოფელ ახაშენში ალაზნის ველიდან ცივ-გომბორის ტყისპირა კალთებზე შეფენილ ფაფრის მინდორზეა გაშენებული, ხოლო რქაწითელი - სოფელ შაშიანში, ქვიან ჭალაში. „მართალი ღვინო“, წინაპართა დანატოვარი კახური ღვინის წარმოების მდიდარი ტრადიციების მიხედვით, ქვევრში მზადდება. ამჟამად ჩვენი ვენახები ბიოწარმოების პრინციპების სრული დაცვით, შპს „კავკასსერტის“ ზედამხედველობის ქვეშ მუშვდება, ხოლო 2020 წლიდან ვენახებში მოწეული ყურძენი და მისგან მიღებული ღვინო „ბიო“ სტატუსის მატარებელია. The name “Martali Wine” is derived from contemplations on the art of winemaking by famous 19th century nobleman, politician and enlightenment thinker Ilia Chavchavadze. According to Ilia, a “Martali wine” is a wine that is authentic, pure and made through traditional methods with minimal intervention. The desire to produce such “Martali Wine” united a Georgian and a German friend around a common concept. Based in the village of Shashiani, Gurjaani Municipality, we added new “qvevrebi” to those of our forefathers’ in our 19th century wine cellar and started making “Martali Wine”. Our Saperavi grapes are grown in the renowned “Papris Mindori” microzone in the village of Akhasheni overlooking the picturesque Alazani valley, on the slopes of the Tsiv-Gombori range in a hot climate with little to no precipitation during the summer months. Our Rkatsiteli - grape varieties are grown in Shashiani itself on rocky riverside soil. Drawing from the rich traditions of Kakhetian winemaking, we strive to produce “Martali Wine” using only the qvevri method. Currently, our vineyards are processed in accordance with the principles of bio-production under the supervision of LLC "CaucasCert". Since 2020, grapes grown in our vineyards, as well as wine, have bio status.
გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
577203007
martaliwine@gmail.com

Social media