ასოციაციამ მისი წევრი მარნებისა და ვენახების აღწერა დაიწყო

ასოციაციამ მისი წევრი მარნებისა და ვენახების აღწერა დაიწყო

1 ივლისს დასრულდა ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრების მიღების პროცესი. ბოლო სამი თვის განმავლობაში განაცხადი 60 ზე მეტმა მსურველმა შეავსო საიდანაც საბოლოოდ მხოლოდ 54 მარნის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ასოციაციის წევრები გახდენენ ის მარნები რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ ასოციაციის სახელმძღვანელოში მოცემულ პირობებს, ანუ ისინი ეწევიან ორგანულ მევენახეობას და აყენებენ ბუნებრივ ღვინოს.

შემდეგი ნაბიჯი ასოციაციის წევრების მარნების და ვენახების აღწერაა რომელიც აგვისტოს თვეში დაიწყო და სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. აღწერა მოიცავს ინფორმაციის მოგროვებას და ვიზიტებს ყველა წევრის მარანებსა და იმ ვენახებში საიდანაც ასოციაციის წევრები ღვინოს აყენებენ. აღწერის შედეგად ასოციაციას ექნება სრული ინფორმაცია ყველა ვენახის ზუსტი ადგილმდებარეობისა და იმ ჯიშების შესახებ საიდანაც წევრები ღვინოს აყენებენ. ეს იძლევა საშუალებას მარტივად მოხდეს ნებისმიერი მარნის მიერ დაყენებული ღვინის წარმომავლობის დადგენა.

ასოციაციის წევრები აცხადებენ რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და მზად არიან გაუზიარონ ნებისმიერი ინფორმაცია მათი ვენახებისა და ღვინოების შესახებ.