ღვარძელაშვილის მარანი

ღვარძელაშვილის მარანი

„ღვარძელაშვილის მარანი“ აწარმოებს ნატურალურ წითელ და თეთრ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოებს, რომელიც წინანდლის მიკროზონაში, კერძოდ სოფელ „კონდოლში“  მოყვანილი ყურძნის ჯიშისგან მზადდება.

„ღვარძელაშილის მარანის“ ღვინოები სხვადასხვა ხილის საუკეთესო არომატით გამოირჩევა და ლიმიტირებულად მცირე რაოდენობით იწარმოება, რადგან ჩვენი მიზანია არა რაოდენობაა, არამედ ჯანმრთელი, ხარისხიანი ღვინის წარმოება.

„ღვარძელაშვილის მარანი“ ყურძნს არ ყიდულობს. ორ ჰექტარზე გადაჭიმულ, საკუთარ ვენახებში, სათემოს ველზე გაშენებულ ვაზს, მხოლოდ ბორდოს ნარევით ამუშავებს. აქაური ვენახები კი ურწყავია და ყურძნის შაქრიანობა 28%-ს აღწევს. 

 

მისამართი: თელავი, სოფ. კონდოლი

ტელეფონი: 555 104 110

ელ-ფოსტა: giorgi.ghvardzelashvili@mail.ru

f/b: Ghvardzelashvilis Marani