ღვინო ხვთისია

ღვინო ხვთისია

მარანი ხვთისია (ხვთისიაანთ მარანი) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდანახში. ვენახი გაშენებულია კარდანახის ახოებში. ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს  ვაყენებთ ქვევრში, რქაწითლისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან. (ვენახში გამოიყენება ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატები,ხოლო ღვინო ყენდება ყოველგვარი დამხმარე პრეპარატის გარეშე, კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში.)  ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მინიმალურად ჩავერიოთ, როგორც ღვინის დაყენების პროცესში, ასევე ვენახის მოვლაში.

ჩვენი მარანი დავაარსეთ 2015  წელს, ვფლობთ 1ჰა ვენახს, გვაქვს რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძენი

მისამართი: გურჯაანი, კარდანახი, ი. ნონეშვილის ქუჩა

ტელ. +995 577 220525

ალ.ფოსტა: z.khvtisiashvili@gmail.com

facebook: www.facebook.com/ Khvtisia Wine / ღვინო ხვთისია