ქართული ვაზის ფონდი

ქართული ვაზის ფონდი

ა(ა)იპ ქართული ვაზის ფონდი აერთიანებს ენთუზიასტებს და მევენახე-მეღვინეებს, რომელთა მიზანია ქართული ვაზის ჯიშების გამრავლება და პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: გადაშენების პირას მისული ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, გაშენება, მეღვინეობაში გამოცდა და გავრცელება. ამ ეტაპზე ქართული ვაზის ფონდის ვენახში, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ჭორტაულში, 1 ჰექტარზე გაშენებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ხიხვი, მცვივანი კახური, ქისი, ღვინის თეთრი, მწვანე კახური, საფერავი ბუდეშურისებრი, რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი და ჰამბურგის მუსკატი. ვენახი იწამლება ბიომევენახეობაში დაშვებული კონტაქტური პრეპარატებით. მოვლის პროცესში არ გამოიყენება ბუნებისთვის მავნე ჰერბიციდები და პესტიციდები. 2014 წლიდან ქართული ვაზის ფონდი აყენებს ნატურალურ, ბუნებრივ ღვინოებს, ძირითადად - ქვევრებში.