მიხეილ მაძღარაშვილის საოჯახო მარანი

მიხეილ მაძღარაშვილის საოჯახო მარანი

მარანი, ასიოდე წლის წინ ჩაყრილი ქვევრებით, მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 760-770 მეტრის სიმაღლეზე.

მცირე ზომის ვენახი გაშენებულია ტიბაანის მიკროზონის მიმდებარე „ქუმბათის“ ტერიტორიაზე (ზოგიერთ წყაროში მოიხსენიბა როგორც „გუმბათი“).

ვენახის ნახევარზე გაშენებულია 1992 წელს ჩაყრილი რქაწითელი, მეორე ნახევარზე - 2013 წელს ჩაყრილი მწვანე კახური.

2013 წლიდან ვენახი ძირითადად მუშავდება „ბიოაგროს“ მიერ წარმოებული პრეპარატებით და სპილენძის და გოირდის შემცველი ფუნგიციდების მცირე დოზებით საჭიროების შემთხვევაში.