ჭონას მარანი

ჭონას მარანი

„ჭონას მარანი“ წარმოადგენს ჭონიშვილების საოჯახო მარანს, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში, ბახტრიონის ქ #16. ჭონას მარანს გააჩნია საკუთარი ვენახები წინანდლის მიკრო ზონაში, რომლის მოვლას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. მოვლისას არ გამოიყენება პესტიციდები, ჰერბიციდები და სისტემური ხსნარები. ჭონიშვილების ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ისტორია, რომელიც ადრე ძირითადად გამოიყენებოდა შიდა მოხმარებისთვის, ხოლო ამჟამად წარდგენილია „ჭონას მარანი“-ს ბრენდის ქვეშ ყურძნის მოყვანა, დაწურვა და ბოთლში ჩამოსხმა ხდება სრულად ოჯახის მიერ. ღვინის დეგუსტაციას თან ახლავს ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რაც ამ ოჯახისთვის განოყოფელი ნაწილია და ბუნებრივადაა შერწყმული ღვინოსთან. კომპანია „ჭონას მარანი“ აწარმოებს ნატურალურ ღვინოს, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით ვაზის ჯიშები: კახური მწვანე, რქაწითელი, საფერავი

მისამართი: თელავი, ბახტრიონის ქ. 16

ტელეფონი: +995 599 50 50 06

ელ. მისამართი: michael.chonishvili@gmail.com