ჩვენი ღვინო

ჩვენი ღვინო

კომპანია „ჩვენი ღვინოს“ მარანი მდებარეობს სოფ. ბაკურციხეში, მთავარი გზიდან 500 მეტრის მოშორებით. მარნამდე მისასვლელ გზაზე ხეივანია გადახურული. იქვეა სადემონსტრაციო ვენახიც. ტერიტორიაზე ორი მარანია, ზედა და ქვედა. „ჩვენი ღვინოს“ ვენახების დიდი ნაწილი კარდენახში, სახელგანთქმული წარაფის ზონაშია გაშენებული. კომპანია „ჩვენი ღვინო“ მისდევს ბიოდინამიკური მევენახეობის წესებს და ტრადიციული წესით ნატურალურ ღვინოს აყენებს. იგი აწარმოებს წარაფს, ახოების რქაწითელსა და საფერავს, გორულ მწვანეს, მწვანე კახურს, ხიხვს, საფერავსა და სხვა ღვინოებს.

 

ჩვენი ღვინო

                მისამართი: სოფ. ბაკურციხე. მთავარი გზიდან 500 მეტრის მოშორებით.

                ტელ.: +995 599 117 727

                ელ-ფოსტა: chvenigvino@hotmail.com