ტანინი

ტანინი

ემზარ ვასაძე  საკუთარ მარანში ძველი ქართული ტრადიციული წესების დაცვით აყენებს ნატურალურ ქვევრის ღვინოს. ქვევრის ღვინის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება - ტანინი ღვინის სამარკო ნიშნად შეირჩა. მარანი მდებარეობს კიკეთში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ღვინის გაჩერება ჭაჭაზე მაისის ბოლომდე შეიძლება, რის გამოც „ტანინი“ განსხვავებული არომატით გამოირჩევა. მარანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღვინის დაყენებისა და დავარგების ტრადიციულ მეთოდებს. კიკეთში ღვინის წარმოება მთის მეღვინეობის აღორძინების ხელშეწყობაა.

„ტანინი“-ს საფერავი კახეთის საუკეთესო მიკროზონაში, მუკუზანში, მდებარე საკუთარი ვენახიდან იწარმოება, სადაც იდეალური ნიადაგი და კლიმატური პირობებია საფერავისთვის. ასევე კახეთის ვენახებიდანაა „ტანინი“-ს რქაწითელი და თავკვერი. ვაზის მოვლა ხდება ქართული ტრადიციული, ბუნებრივი მეთოდებით. „ტანინთან“ ერთად ვასაძეების მფლობელობაშია ნატურალური ღვინის მაღაზია "ღვინის ოთახი" თბილისსა და ბათუმში, სადაც სხვადასხვა კომპანიების მხოლოდ ნატურალური ღვინოა წარმოდგენილი.

ტანინი

შპს " ვასაძის მარანი"

მის: კიკეთი, წერეთლის ქ.#2

ტელ: +995 599 33 03 15;  +995 599 90 19 89

მეილი: vasadze@hotmail.com