ნაოტარი

ნაოტარი

შ.პ.ს. “ნაოტარი” კობა ქვაჭრელიშვილმა მის შვილებთან, რეზო და ალექსი ქვაჭრელიშვილებთან ერთად 2012 წელს დააარსა. თუმცა, ქვევრის ღვინო დიდი ხანია მზადდება კახური ტრადიციური მეთოდით მათი ოჯახის მამა-პაპისეულ მარანში.

ნაოტარი არტიზანულ, ნატურალურ ღვინოს ქისის, რქაწითელის, ხიხვის და საფერავისგან აწარმოებს, რომელიც მოყვანილია სოფელ ჭიკაანის ჩრდილოეთით, მდინარე ავანის მარჯვენა მხარეს, ქვა-ღორღიან ნიადაგზე გაშენებულ ისტორიულ ვენახებში. ნაოტარის ღვინო დაყენებულია ყოველგვარი მინარევების, ხელოვნური საფუარების და ფილტრაციის გარეშე.

 ნაოტარი უდიდეს ყურადღებას აქცევს საკუთარი ვენახების სიჯანსაღეს და მათი მოვლის ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკას. ჩვენთვის თითოეული ვაზი მართლაც რომ შვილივით ნაზარდია და გვესმის, რომ საუკეთესო ღვინო გამოხატავს ტერუარს და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისგან დგება.

ნაოტარი

მის:. ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭიკაანი 4814

ტელ:. +995 599 755 803; +995 593 660 400

ელ-ფოსტა:. naotariwines@gmail.com

https://www.facebook.com/Naotariwines/

Twitter.com/NaotariWines 

Instagram.com/NaotariWines