კორტავების მარანი

კორტავების მარანი

კორტავების მარანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, გრემის ციხის მახლობლად. ეს რეგიონი ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის და მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ზონად (ქინძმარაულის ზონა).

ჩვენი მარანი დავაარსეთ 2014 წელს, ვფლობთ 2ჰა ვენახს საიდანაც ერთერთ მონაკვეთზე გაშენებული გვაქვს საკოლექციო ყურძნის ჯიშები .როგორც საღვინე ასევე სუფრის ჯიშები(სულ70 ჯიში) ვენახში გამოიყენება ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატები,ხოლო ღვინო ყენდება ყოველგვარი დამხმარე პრეპარატის გარეშე,კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში ან ევროპული მეთოდით ქვევრში და მუხის კასრებში.ამჟამად გვაქვს 3 ტიპის ღვინო: თეთრი მშრალი –რქაწითელი, თეთრი მშრალი –კახური მწვანე, წითელი მშრალი–საფერავი. ვგეგმავთ მრავალ საინტერესო ექსპერიმენტს,სხვადასხვა სახის კუპაჟებს და ა.შ.

 

კორტავების მარანი

მისამართი: ყვარელი, სოფ. გრემი

ტელ.: +995 599 358 017, +995 599 542 001

ელ-ფოსტა: bidzinka@yahoo.fr

ფეისბუკი: www.facebook.com/kortavaswine