არჩილ გუნიავას მარანი

არჩილ გუნიავას მარანი

მარანი და ვენახები მდებარეობს  იმერეთის სოფელ კვალითში, მამა – პაპისეულ კარ მიდამოში. ვენახები გაშენებულია 1.5 ჰა მიწის ნაკვეთზე, საუკეთესო ნიადაგურ და კლიმატურ პირობებში, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. ჯიშები: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, დონდღლაბი, ოცხანური საფერე, ასევე იშვიათი ჯიშები: მგალობლიშვილი და ძელშავი. მის მარანში ჩაფლულია 10 ტონა ტევადობის უძველესი ქვევრები. ნატურალური მევენახეობის მეთოდებით მოწეული ყურძნისაგან ღვინოებს აყენებს მხოლოდ ქვევრებში, როგორც იმერული წესით ასევე ევროპულად. მისი ღვინოები წარმატებით იყიდება მსოფლიოს რამდენიმე ყვეყანაში,
ასევე მოღვაწეობს ღვინის ტურიზმის სფეროში.

 

 

მის.: ზესტაფონი, სოფ. კვალითი

ტელ.: +995 599 53 42 95

ელ.ფოსტა: archilguniavawinecellar@gmail.com