ოდა - საოჯახო მარანი

ოდა - საოჯახო მარანი

„ოდა“ საოჯახო მეღვინეობაა, რომლის პირველი მოსავლის ღვინო 2015 წელს დაიწურა. მარანი და ვენახები მდებარეობს ქალაქ მარტვილში, მდ. აბაშის ხეობაში, ტრადიციული ოდის კარ-მიდამოში. მეურნეობას უძღვება ქეთო ნინიძე.

„ოდას“ ვენახში გაშენებულია, ძირითადად, ოჯალეშისა და, მცირე რაოდენობით, ჭვიტილურის ჯიშის ვაზი. 2017 წელს მარანს ჯიღაურას მეურნეობიდან გადაეცა ვაზის სხვა იშვიათი მეგრული და აფხაზური ჯიშებიც - კოლოში, დუდღუში, ლაკაიაჟი და აშუგაჟი. „ოდას“ ნიშაც სწორედ ესაა - დასავლეთ საქართველოს ვაზის ენდემური სახეობების სხვადასხვა მეთოდით წარმოება. დღესდღეობით მარანს წარმოებული აქვს თეთრი, მშრალი ოჯალეში (2015) და ვარდისფერი ორბელური ოჯალეში (2016). ღვინოები ჩამოსხმულია შეზღუდული რაოდენობით. 

 

საოჯახო მარანი „ოდა“

 მისამართი: ქ. მარტვილი, თბილისის ქ. # 6

ტელეფონი:- +995 598 900 379

ელ-ფოსტა: oda.wines@gmail.com

ვებ გვერდის მისამართი: facebook.com/Oda.Wines