თედოს მარანი

თედოს მარანი

თედოს მარნის ბუნებრივი ღვინო წარმოებულია კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის მარჯვენა მხარეს მდებარე მინდორ „ხალაჯებში" ორგანული მეთოდებით მოვლილი ვენახების მოსავლით. დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დადუღებულია ბუნებრივად კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. ღვინო მუქი ლალისფერი შეფერილობისაა, გამჭვირვალე სხივით. არომატში შეიგრძნობა წითელი კენკრის, ჟოლოს, მოცხარისა და მაყვლის გამოხატული ტონები. მაღალმჟავიანი და ცოცხალი ღვინო საუკეთესოდ შეუწყვილდება ნანადირევს, სტეიკს, ლობიოს. ჩამოსხმულია შეზღუდული რაოდენობით, სულ 500 ბოთლი. ღვინო დაუმუშავებელია.

 

მის.: ქ.საგარეჯო, ა. ყაზბეგის ქ. N2

ტელ.: +995 599 942345;

          +995 599 777622