ოქროღვინო

ოქროღვინო

კომპანია ოქროჯგუფი წარმოგიდგენთ ქართული ყურძნისაგან წარმოებულ ღვინოს, რომელიც მოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ქიზიყში გაშენებულ ბიოლოგიურად სუფთა ვენახებში. ღვინო დამზადებულია ნატურალური ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე, როგორც ფერმენტაციის, ასევე მისი ფილტრაციის დროს. აქვს საკუთარი ვენახები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბესა და ტიბაანში. აწარმოებს გვიანი მოსავლის ნახევრადტკბილ და ნახევრად მშრალ ღვინოებს საფერავისგან, კახური და ევროპული ტიპის ღვინოს რქაწითელისგან, ასევე ჭაჭას.

 

მის.: თბილისი, მარელისის ქ.№1; სიღნაღი, ჭავჭავაძის ქ.№7

ტელ.: +995 551 622228,

ელ-ფოსტა: info@okroswines

ვებ-გვერდი: www.okroswines.com