ასოციაცია ბუნებრივი ღვინო



ასოციაცია წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ (ე.ი. ბიო ან ბიოდინამიურ) მევენახეობას და ბუნებრივ (ე.ი. ნატურალურ) მეღვინეობას.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბუნებრივი ღვინო ნიშნავს რომ;

 

1. მევენახე-მეღვინე აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკო სისტემა.

2. მევენახე მეღვინე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. 

 3. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ     წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას. 

4. მევენახე- მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას.

 

ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბუნებრივი მევენახეობა მეღვინოების განვითარებას. რითაც;

  • დავუტოვებთ მომავალ თაობებს ჯანსაღ და, სიცოცხლისუნარიან ვენახებს და ეკოსისტემას.
  • გვსურს ღვინის მოყვარულთ ისეთი ღვინო შევთავაზოთ, სადაც სრულად იქნება შენარჩუნებული ყურძნის მოცემული ჯიშისა და ტერუარის დამახასიათებელი გემოვნებითი თვისებები, არომატი და ალკოჰოლის შემცველობა; ღვინო, რომლის  ბუნებრივობას ვიტალურობასაც მთელი სისავსით შეიგრძნობთ.
  • შევქმნით ხარისხის ნიშანს რომელიც იქნება ამ კავშირის წევრობისა და მაშასადამე ორგანული მევენახეობისა და ბუნებრივი მეღვინეობის დამადასტურებელი ნიშანი.

 

სიახლეები

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ახალი წევრები ემატება

31 მაისი 2017

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ახალი წევრები ემატება

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დ...

დაწვრილებით


ასოციაცია ბუნებრივი ღვინო - პრეზენტაცია ღვინის ბარში

05 აპრილი 2017

11 აპრილს თბილისში, გ. ტაბიძის No15 ში მდებარე ღვინის ბარში შედგება ასოციაციის "ბუნებრივი ღვინო" პრეზენტაცია და პირველი ოფიციალური სხდომა. ასოციაციის დამფუნძებლები არიან;

სოლიკო...

დაწვრილებით